არჩევნები 2016

კალაძე: ჩვენ გვინდა მეტი სიყვარული, მეტი კონსტრუქციულობა

საქართველოს აქვს გასული საუკუნის 90-იანის წლების ძალიან მწარე გამოცდილება. ეს თქვენ, მეგრელებმა, სამეგრელომ, იცის ყველაზე უკეთესად. ჯერაც ვერ მოგვიშუშებია ეს ჭრილობები. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დაპირისპირებები და არეულობები მოაწყოს. ჩვენ გვინდა მეტი სიყვარული, მეტი კონსტრუქციულობა. დაიღალა საზოგადოება ამდენი დაპირისპირებით. ჩართავთ ტელევიზორს და რა ხდება, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ჭიქების, ბოთლების სროლა. ეს არ არის დებატები. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, ამას უყურებენ ბავშვები, ახალგაზრდები, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველოში პოლიტიკური კულტურა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სოფელ ორსანტიაში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები