საცობები

ნარმანია: საცობების მთავარი მიზეზი ავტომობილების დიდი რიცხვია

დავით ნარმანია პუშკინის ქუჩის ესტაკადის გახსნაზე
facebook.com/CityHallofTbilisi

თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, რომ ქალაქში საცობების შექმნის მთავარი მიზეზი ავტომობილების მაღალი სიმჭიდროვეა. მერის თქმით, გასული ექვსი წლის მანძილზე თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა, რაც საცობების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

"პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგა, ასევე თვის ბოლოს ვამთავრებთ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზას. ასევე დასრულებულია სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ეს არის ის პროექტები, რომლებმაც ცალკეულ უბნებში ავტომანქანების მოძრაობა უნდა განტვირთოს. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოების ინფორმირებისთვის კამპანიას ვგეგმავთ, და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ როგორც კი კონკურსები გამოცხადდება, შემოიტანონ განაცხადები. ვმუშაობთ ასევე შუქნიშნების სისტემის განვითარების პროექტზე და ა. შ. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა, ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია, ვიწრო ქუჩები ხშირ შემთხვევაში ვერ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ამიტომ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები