თბილისის 3 რაიონს ელექტროენერგია დღეს შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგია დღეს შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას, რაიონების მიხედვით, კომპანია თელასი ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, ლაილაშის, გივიშვილის, 9 ძმის, აფხაზეთის, ყირიმის, ტაშირის, ლანჩხუთის და სამურზაყანოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, მარგიანის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები