არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: თუ ზაზა ხუციშვილს ვერ დავამარცხებ, შეიძლება, რამე მდინარეს მივცე თავი

ფაქტობრივად მარტო ვიბრძვი, პოლიტიკური ბრძოლა ვისთან უნდა გავმართო? გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობასთან და პეტრე ცისკარიშვილთან ძნელია ძალიან. მათ პრობლემა აქვთ, ჰყავთ ამომრჩეველი, რომლის გარდა 1 კაციც არ მისცემს ხმას. ქართულ ოცნებას ჰყავს წარმოდგენილი ჩემი საყვარელი ჯგუფის ვოკალისტი და ხელმძღვანელი ზაზა ხუციშვილი, რომელმაც თქვა, რომ უპირატესობები მაქვს მე სხვებთანო და გეტყვით, რა უპირატესობები და რატომ ვფიქრობ, რომ მასთან გამარჯვება შესაძლებელია. მისი პირველი უპირატესობა - "ჩვენ ვართ მმართველი პარტია და გვაქვს მაღალი პროცენტი", მეორე უპირატესობა - "ჩვენ გვყავს კვირიკაშვილი", პირადად მისი მესამე უპირატესობა - "გამგეობა ჩვენია". უკაცრავად, მაგრამ ასეთ კაცს თუ ვერ დავამარცხებ, თბილისში ერთი მდინარე არ ჩამოდის, რამდენიმეა და შეიძლება თავი რამეს მივცე. 

სააგენტო აიპრესის ცნობით, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.

კომენტარები