ივანიშვილი: ენმ-ს დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდა პირველივე დღიდან

მუდამ ვამბობდი, რომ ეს მცდელობა [დესტაბილიზაციის] მათ [ერთიან ნაციონალურ მოძრაობას] ჰქონდათ პირველი დღიდან, ჯერ რატომ ვერ მოახერხეს და როგორ დათმეს მშვიდობიანად, როგორ დავათმობინეთ, ამაზე კიდევ მაქვს მე სათქმელი საზოგადოებისთვის და ცოტა მოგვიანებით გპირდებით. ჯერ კიდევ როგორ მოხერხდა, რომ ესენი მშვიდობიანად გავიყვანეთ 2012 წელს, მაშინაც ცდილობდნენ და კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, რობიკო იყო ჩემთან ამოსული, სტურუა, სამჯერ თუ ოთხჯერ, არჩევნები სანამ მოხდებოდა, ყოველთვის მეუბნებოდა - ბიძინა, იცოდე, ესენი უსისხლოდ არ წავლენ, ბიძინა, იცოდე, ამათ უსისხლოდ ვერ გაუშვებთ, ბოლოს ამოვიდა, გაოცებული იყო - რა გააკეთე ესო, როგორ მოხერხდა, რომ ესენი უსისხლოდ წავიდნენო. და როგორ მოხერხდა, რომ ესენი უსისხლოდ წავიდნენ, ძალიან ბევრი ვიცით ჩვენ ამის შესახებ და რაღაც ნაწილი კიდევ არ ვიცით და მე გპირდებით, რომ ოდესღაც მოგახსენებთ, აბსოლუტურად მაქვს საფუძველი, რომ თავის დროზე ამაზე კიდევ დამატებითი განცხადება გავაკეთო. რა თქმა უნდა, მათი ხელწერაა ეს და მაშინაც რომ უსისხლოდ მოვახერხეთ, საოცრება იყო, რომ ესენი უსისხლოდ ვაიძულეთ, რომ წასულიყვნენ, მერე რომ გამოვიდა და დემოკრატობას იბარებდა სააკშვილი - ნახეთ, როგორ უსისხლოდ გადავაბარეო, რისი გადამბარებელი იყო, გასანძრევი არ ჰქონდა სხვა და საშუალება არ ჰქონდა და იძულებული იყო ამის. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე შს მინისტრის და პრემიერის განცხადებების შესახებ. ივანიშვილი რეგიონულ მედიას და მოსახლეობას ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში ხვდება.

კომენტარები