უკანონო ჩანაწერები

მეგრელიშვილი: ამ ტიპის ჩანაწერის გავრცელება ენმ-ის და ქართული ოცნების ინტერესებშია

ჩემი აზრით, ზოგადად, ამ ტიპის ჩანაწერის გავრცელება დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, შედის ორივე დიდი პარტიის, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების ინტერესებში, ვინაიდან ისინი უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთმანეთს ასწრებენ, როგორ დააბრალონ ჩვენს გაერთიანებას, ჩვენს ბლოკს მოწინააღმდეგის თამაშში მონაწილეობა. ივანიშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვართ ელიტური ნაციონალები, ნაციონალები ამბობენ, რომ ვართ ივანიშვილისგან მართული ძალა და ა.შ. ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ძალის მნიშვნელობას ამ არჩევნებზე, ამ რეალობაში, რაც დღეს არის, რადგან მსგავსი ორმხრივი შეტევა არც ერთ პარტიაზე არ ხორციელდება. მეორე საკითხია ის, რომ ვისაც არ უნდა აწყობდეს ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთება და გავრცელება, ამას დღევანდელ შემთხვევასთან არ აქვს პირდაპირი კავშირი - ეს არის ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ სუს-მა გააკეთა. რადგან თუ ეს ასე არ არის, ეს აჩვენებს მის უუნარობას, რომ არ შეუძლია, მსგავსი დანაშაულის აღკვეთა და პრევენცია.

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი GDS-ის ეთერში, კითხვაზე - ვის ინტერესებშია გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება.

კომენტარები