არჩევნები 2016

ცესკო მრეწველებს საარჩევნო რეგისტრაციას აღუდგენს

ცესკო

საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ის არ გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჟვანიას განმარტებით, საარჩევნო ბლოკი გაივლის ყველა პროცედურას და 18 სექტემბრისთვის მას ექნება რეგისტრაცია დასრულებული.

"სასამართლომ, როგორც კანონშემოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე - მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გავასაჩივროთ და აღვასრულოთ ის", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, ცესკო-ს საარჩევნო ბლოკ "თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაავალა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-მ გასულ კვირას გამოსცა. ცესკო-ს განმარტებით, ბლოკმა რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია დადგენილ ვადებში არ წარადგინა.

კომენტარები