არჩევნები 2016

პრეზიდენტი პარტიებს შორის "სამშვიდობო მემორანდუმის" ინიციატივას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას წინასაარჩევნო პროცესში პარტიებს შორის "სამშვიდობო მემორანდუმის" გაფორმებასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, მემორანდუმის თანახმად, "იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან, არ უნდა მივიდეს ოპოზიციური თუ მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი".

პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის მოსაზრებით, ეს მემორანდუმი საქართველოსთვის მოგებიანია.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და მივიღოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო არჩევნები ქართული სახელმწიფოსათვის. მზად ვართ, ამ პროცესში ჩავერთოთ, თუ პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მზაობა იქნება და ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამგვარი შეთანხმება შედგეს, რითიც მოგებული დარჩება ქართული სახელმწიფო და ქართველი ამომრჩეველი", - თქვა ჩიხრაძემ.

კომენტარები