უეფა

უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინია

Milos Bicanski

უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი იქნება. სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მხარი 55 წევრი ფედერაციიდან 42-მა დაუჭირა.

მისმა კონკურენტმა, ჰოლანდიელმა მიხეალ ვან პრააგმა 13 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც ალექსანდრ ჩეფერინს დაუჭირა მხარი.

ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის პოსტზე, მიშელ პლატინის შეცვლის, რომელსაც მაისში ფეხბურთთან შეხება 4 წლით აუკრძალეს.

კომენტარები