უეფა

ჩემპიონთა ლიგა GMG-ზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის და რუსთავი 2-ის მხარდამხარ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირ ტელეტრანსლაციას საქართველოში 2012-2015 წლებში ტელეკომპანია GMG-იც განახორციელებს.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ GMG ჯგუფურ ეტაპზე ყოველ სათამაშო დღეს თითო შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს გადასცემს GMG ფეხბურთსა და GMG სპორტ1-ზე, ამას გარდა, ტურის მიმოხილვასაც შესთავაზებს მაყურებელს.

ტელეკომპანია GMG მომავალ სეზონში გულშემატკივრებს უეფას ევროპალიგის მატჩების პირდაპირ ტელეტრანსლაციებსაც შესთავაზებს.

კომენტარები