არჩევნები 2016

პეტრიაშვილი: კატეგორიულად ვითხოვთ, შს მინისტრმა დაიწყოს გამოძიება და მიიღოს ზომები

კატეგორიულად ვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ან უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ან დაუყოვნებლივ დაიწყოს კონკრეტული გამოძიება და მიიღოს ზომები. ასეთი განცხადებების კეთება ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან შემდგომი განვითარების და განმარტებების გარეშე, ჩვენთვის მიუღებელია.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსი პეტრიაშვილი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე.

კომენტარები