თბილისის 4 რაიონს ელექტროენერგია დღეს შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების I და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის III, IV მიკრორაიონების, ბელიაშვილის, ბოხუას და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, წრომის, ძმობის, წაღვერის, მუშათა და კისისხევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





