არჩევნები 2016

თავდემების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტია დატოვა

თავისუფალი დემოკრატების რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, 30-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ მენაფირემ პარტია დატოვა, - ამის შესახებ განცხადება თავად მენაფირემ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, მენაფირესთან ერთად პარტია დაახლოებით 25-მდე პირმა დატოვა. მენაფირემ კანდიდატურა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ მოხსნა. 

"მივიღე გადაწყვეტილება, თავისუფალი დემოკრატების სახელით მოვხსნა კანდიდატურა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ და შევუერთდე ქალაქ რუსთავის ქართული ოცნების ორგანიზაციას", - განაცხადა მენაფირემ.

მენაფირეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური კურსის ცვლილებაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მენაფირესთან ერთად პარტია კიდევ 270-მა ადამიანმა დატოვა, თავისუფალი დემოკრატების PR-მა ტაბულასთან არ დაადასტურა.

თავისუფალ დემოკრატებში აცხადებენ, რომ რუსთავის მაჟორიტარობისთვის თავისუფალი დემოკრატების მეორე კანდიდატი, ზურაბ ინგოროყვა იბრძოლებს.

კომენტარები