არჩევნები 2016

კობახიძე: მჯერა, ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ არ დავუშვათ დესტაბილიზაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ქვეყანაში სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე, ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე დანაშაულისგან და დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე ოპერატიული ინფორმაცია და ასეთი განცხადებების საფუძველი არსებობს, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ არ დავუშვათ რაიმე ტიპის დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რაიმე ფორმის ძალადობა, არეულობა, მით უმეტეს არჩევნების წინ, და არ მივცეთ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ამით სარგებლობის შესაძლებლობა.

პარლამენტის ვიცესპიეკრი მანანა კობახიძე შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "რიგი პარტიები" საარჩევნო პროვოკაციებს აპირებენ.

კომენტარები