არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: არ მგონია, ივანიშვილის "ანალიზი" საზოგადოებაზე გავლენას ახდენდეს

ივანიშვილი გამოვა და კიდევ გვაგინებს, ალბათ. ეტყობა, ეს მაინც კერძო შემთხვევაა, იცის ამ კაცმა აკვიატებები. ახლა აკვიატებული აქვს უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია, მძიმე თავები და სხვა. გადაუვლის. არ გადაუვლის და ჩვენ ჩვენი გზით ვაპირებთ სიარულს. არ მგონია, რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლოს ქართულ საზოგადოებაზე ასეთი ტიპის არგუმენტაციასა და ანალიზს - ყველა სიტყვა შეიძლება დაერქვას ამას, ანალიზის გარდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებებზე რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები