არჩევნები 2016

კალაძე: ყველა სიაში ვერ მოხვდებოდა

ყველა სიაში ვერ მოხვდებოდა, ეს, რა თქმა უნდა, არის სამწუხარო, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს მადლობა მოვახსენო, ვინც პირველივე დღიდან შემოკრებილი იყო ქართული ოცნების ირგვლივ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წლები გავატარეთ, ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, ეს ეხება 2011-2012 წლებს. დღეს ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ამ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაცაა. ეს ადამიანები ყველა გახლავთ თავისი წარსული ცხოვრებით შემდგარი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, გააკეთებენ ყველაფერს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო სიაზე.

კომენტარები