თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ისნის, ნაძალადევბის, გლდანის, საბურთალოს და სამგორის რაიონების ნაწილს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, რუსუდანის, ივლეთის და გეთიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დსახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ბენდელიანის ზემო დასახლების, ზეკარის, სვირის, დარკვეთის, ასურეთის, გერგუთის, კიშინიოვის, ლუბოვსკის, სანერგეს, ლისაშვილის, სანავარდოს, თოდრიას, მირზაანის, წერონისის, ლაითურის, ჟღენტის, ინწკირველის, ურიდიას, წაღვერის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, მუშათა, კახიანის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, მესხის, უიარაღოს, სტურუას, მახალდიანის, მიქატაძის, კიკნაძის, ნოე ჩხიკვაძის, ცოტნე დადიანის, ალილუევის, მანჯგლაძის, კონსკაიას, სურგულაძის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის, რაჭის, ლეჩხუმის, სანერგეს, სვანეთის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის და დიდი-ჯიხაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის I სამხედრო დასახლების, ლერი ლაგურაშვილის, ერწოს, ხევისუბნის, ურიდიას, წაღვერის, ძმობის, წრომის, ქებურიას, კისისხევის და მუშათა ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები