არჩევნები 2016

უსუფაშვილი: 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოს კორცხელთან შედარება ღიმილისმომგვრელია

არანაირ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში და ვინ, ვინ და NATO-მ იცის კარგად რა ხდება საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ, შედარება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან, ძალადობასთან, უბედურებასთან, რაც გადავიარეთ და ახლა ორი თვის წინ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ერთ დონეზე დაყენება, ღიმილისმომგვრელია ბევრისთვის, მათ შორის, NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ და გარანტირებულია ყველაფერი. პარლამენტმაც, მთავრობამაც, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს სათანადო, არ იყოს არანაირი პრობლემა, მაგრამ რაიმე პარალელები იმასთან, რომ რა იყო 2012 წელს და რა არის ახლა, არასერიოზულია.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წინასაარჩვენო გარემოზე NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები