შეხვედრა რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ხეებზე მეტად ხალხი მიყვარს. ყველაფერი თანმიმდევრულად მაქვს დალაგებული

არ მგონია, რომ ხეებისადმი ან ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ნაციონალური მოძრაობის მიერ აღზევებულ ბავშვებს ვერ შევხვდი, როდესაც ბათუმში ვიყავით, ხეები მოუტანიათ სიმბოლოდ ჩემთან შესახვედრად. ჰგონიათ, რომ ხეში ნახავენ რაღაცას ისეთს, რომ ცუდი აღმოაჩინონ ჩემში, მაგრამ ვინც ჩემს მოღვაწეობას იცნობს საქართველოში, მე დავიწყე ძირითადად კულტურული ძეგლების აღდგენით. რომ ჰგონიათ, რომ განსაკუთრებულად ხეები მიყვარს, განსაკუთრებულად ადამიანები მიყვარს. ყველაფერი თანმიმდევრულად და სწორად მაქვს დალაგებული. მგონია, რომ ნორმალური ადამიანი ვარ. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ხესაც მიწვდა და ბუნებასაც ჩემი სიყვარული. ესეც კარგია თავისუფალ დროს.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ის ამჯერად სამეგრელოშია.

კომენტარები