რიყის კომპლექსი

ქუმსიშვილი: რიყის კომპლექსის დასრულებას დაახლოებით €40 მილიონი სჭირდება

რიყის კომპლექსი
flickr.com

თბილისში რიყის კომპლექსის მსენებლობა 2011 წელს დაიწყო, ის 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ პროექტის განვითარება ეტაპობრივად შეაჩერა. პირველმა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის დასრულებისთვის €35-€40 მილიონი ევროა საჭირო. მთავრობას პროექტის დასრულებისკენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა მოუწოდებს.

"თვითონ არის მზად, რომ დაანგრიოს ან ააშენოს? პროექტი არ არის დასრულებული. ის საკმაოდ კაპიტალტევადი პროექტია და ჩვენი გათვლებით, დასასრულებლად საჭიროა 35-დან 40 მილიონ ევრომდე. ჩვენ ვუყურებთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც დღეს არსებობს. მათ შორის ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ როგორ შეიძლება პროექტი განვითარდეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

უკვე რამდენიმე წელია, რიყის კომპლექსი ტურისტებისთვის მხოლოდ ფასადოვანი ატრაქციაა. პროექტის ინტერიერის განვითარება დაკონსერვებულია. მის მშენებლობაზე თავის დროზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები