არჩევნები 2016

ირაკლი ალასანიამ მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი წარადგინა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი: ხობის, თეთრიწყაროს და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

თავისუფალ დემოკრატებს ხობში რამაზ ტყებუჩავა, თეთრიწყაროში ვაჟა ბექაური, ხოლო ახალციხე-ადიგენში შალვა გოგოლაძე წარმოადგენს.

კომენტარები