ბაღდადში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქებას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაჭრეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დაჯგუფების მედიასაშუალება Amaq-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. სამიზნე კი შიიტები იყვნენ, რომლებიც ქარადის რაიონში იყვნენ შეკრებილები.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

კომენტარები