თბილისის 4 რაიონს ელექტროენერგია დღეს შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას, დედაქალაქის რაიონების მიხედვით, კომპანია თელასი ავრცელებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზიირს და სამგორის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის , წინანდლის, რუისის და ჩეხოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საბურთალოს, კარტოზიას და ანტონოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, ბელიაშვილის, მიქელაძის ქუჩების და დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები