არჩევნები 2016

აუდიტის სამსახური ბურჭულაძის შემომწირველების 39 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს

პაატა ბურჭულაძე აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე
სახელმწიფო ხალხისთვის

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ,  პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" და ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსმა" უკანონო შემოწირულობები მიიღეს. პარტიების დაჯარიმებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. 

სახელმწიფო ადუტის სამსახურმა პაატა ბურჭულაძის პარტიის 33 შემომწირველი გამოკითხა, მათგან ოთხის შემთხვევაში კი დარღვევა გამოვლინდა. მათ პარტიას 19.5 ათასი ლარი შეწსირეს. აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებათ შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხები, რათა ამ ოდენობის შემოწირულობა ბურჭულაძის პარტიის სასარგებლოდ განეხორციელებინათ. ამ მიზეზზე დაყრდნობით, აუდიტის სამსახური თვლის, რომ ეს ადამიანები საკუთარ თანხებს პაატა ბურჭულაძის პარტიაში ვერ გადარიცხავდნენ. რაც ნიშნავს, რომ მათ პარტიის ანგარიშზე სხვის მიერ მიწოდებული თანხები გადარიცხეს.

აუდიტის სამსახური ამ შემთხვევაშიც, შემოწირულობის ორმაგი ოდენობით - 39 ათასი ლარით ჯარიმას ითხოვს. 

კომენტარები