გაქცეული პატიმარი

პატიმრის გაქცევის საქმეზე სამი ბადრაგი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის საქმეზე უწყების საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს, ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სსკ 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.(სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რაც თავისუფლების აღკვეთას 2 წლის ვადით ითვალისწინებს).

ქურდობაში ბრალდებული რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გუშინ გაიქცა.

კომენტარები