გაქცეული პატიმარი

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა

რუსთავი საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა. ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ბრალდებული ო.გ. დღეს, სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, პროცესის დაწყებამდე მან სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

"ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ცნობით, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები ბრალდებულის ფოტოთი დადიან ქალაქში და ადგილობრივებს მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

კომენტარები