ინტოქსიკაცია

მარნეულში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

მარნეულში, სოფელ სადახლოში 180-ზე მეტი ადამიანია მოწამლული. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყველა მათგანი ქორწილში იმყოფებოდა. რუსთავი 2-ის ცნობითვე, მოწამლულების ნაწილი რუსთავისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.

კომენტარები