თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, საბურთალოს, გლდანის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, სადმელის, ჩარგლის, ველისციხის, მაღალაშვილის, თიანეთის, სიხარულიძის, გამყრელიძის, შატილის, ურეკის, ხვანჭკარის, ჟღენტის, ირემაშვილის, ტყიბულის, ცოდნისკარის, საჩხერის, ბარამიძის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ნუცუბიძის, შავგულიძის, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 13 საათამდე კი, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების და ჯანჯღავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ხოლო ისნის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





