პროტესტი

ღამბაშიძე: ყველას განეიტრალებისას, რჩებით პრობლემა და შენ, ვინც მთავრობას გზას უხსნი

ვთქვათ, არსებობს პრობლემა, რომელსაც მთავრობა ქმნის. ამ პრობლემაზე რეაგირებს სამი ჯგუფი: ოპოზიცია, არასამთავრობოები, ცალკეული მოქალაქეები. როდესაც შენ ოპოზიციას ანეიტრალებ იმით, რომ "არ მჯერა მათი გულახდილობის", არასამთავროებებს როდესაც ანეიტრალებ იმით, რომ "ყველამ ვიცით ეგენი სინამდვილეში გრანტებს იღებენ" და ცალკეულ მოქალაქეებს ანეიტრალებ იმით, რომ "აქამდე ეგენი სად იყვნენ"/"ეს რანაირი პროტესტის ფორმაა", რჩებით მხოლოდ ორნი: პრობლემა, რომელსაც მთავრობა ქმნის და შენ, რომელიც მთავრობას გზას უწმენდ, რომ მან ეს პრობლემა შექმნას. ამიტომ: ან ა) აღიარე, რომ პრობლემა ფეხზე გკიდია, დაანებე საერთოდ ამ თემაზე საუბარს თავი და ხელს ნუ უშლი სხვას, ვისაც პრობლემა არ კიდია; ან ბ) აღიარე, რომ მთავრობის ქმედებები მოგწონს და არ გევასება ის, ვინც მას ებრძვის; ან გ) მოიფიქრე შენებური ფორმა პროტესტის და აღუდექი წინ მთავრობის ქმედებას; ან დ) ელოდე პოლიტიკოსს, რომლისაც გულახდილად ირწმუნებ, ენჯეოს, რომელიც ფულის გარეშე არსებობს და მოქალაქეებს, რომლებიც შენი გემოვნებით გააპროტესტებენ შენს გასაპროტესტებელ ამბებს.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე FACEBOOK-ში წერს.

კომენტარები