ერთიანი ეროვნული გამოცდები

NAEC: ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 12 საათზე გამოქვეყნდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 12 საათზე გამოქვეყნდება. როგორც ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა.

"ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს სტუდენტი 27782 აბიტურიენტი გახდა - გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 74%-ზე მეტი. სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო 4000-მდე პროგრამაზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს", - აღნიშნა მიმინოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობითვე, მათ, ვინც 23 აგვისტოს მოკლე ტექსტური შეტყობინება სერვისის გათიშვის პერიოდში გააგზავნეს, მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ.

კომენტარები