გამოცდების ეროვნული ცენტრი

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება

naec.ge

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 11.30 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, აბიტურიენტები სმს-ის გაგზავნით იღებდნენ ინფორმაციას, უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და დაფინანსების შესახებ. ამის შემდეგ, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ აბიტურიენტებმა სმს-ის გაგზავნით დამუშავების პროცესში მყოფი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს. 

კომენტარები