ერთიანი ეროვნული გამოცდები

ხოშტარია NAEC-ზე: დაუშვებელია ასეთი უგულო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება

ყველამ ვიცით, როგორი სტრესული და მნიშვნელოვანია ის მომენტი, როდესაც მოსწავლეები აბარებენ უნივერსიტეტში, როგორ ელოდებიან შედეგებს, ფაქტობრივად, მათი მომავლის განმსაზღვრელ შედეგებს. ამ მომენტში ასეთი უგულო, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ აბსოლუტურად დაუშვებელია. დაუშვებელია, რომ დღეს ამდენი ადამიანი ზის და წარმოდგენა არ აქვს, რაც მიიღო სწორია თუ არასწორი, ჩააბარა თუ არა, ან როგორ ჩააბარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა არის საამაყო, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, რომ ჩააბაროს სამართლიანად, ესეც კი მოარღვიეს და თამაშობენ აბიტურიენტების ნერვებზე.

ენმ-ის წევრი ელენე ხოშტარია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე.

კომენტარები