არჩევნები 2016

ჯეჯელავა GfK-ზე: კონკრეტული ხალხის სურვილები და ოცნებებია გამოხატული ციფრებში

ვაფასებ, როგორც მიზანმიმართულ მანიპულაციას რეიტინგებით. აქამდეც გვინახავს, ეს არის კონკრეტული ხალხის სურვილები, ოცნებები, გამოხატული ციფრებში. ვფიქრობ, რომ რეალობა თვისობრივად განსხვავდება ამ დასახელებული ციფრებისგან. რაც შეეხება საერთაშორისო კვლევებს, მათ უკან ხშირ შემთხვევაში სავსებით კონკრეტული ხალხი დგას, ვისაც სავსებით კონკრეტული მოტივები და ინტერესები ამოძრავებს. ამ კონკრეტულ კვლევაზე არაფერი ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ თვისობრივად განსხვავდება რეალობისგან.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უმსხვილესი ამერიკულ-გერმანული ორგანიზაციის GfK-ის კვლევაზე, რომლის დამკვეთიც რუსთავი 2-ია.

კომენტარები