არჩევნები 2016

ჯაფარიძე: პაატა ბურჭულაძეს ბევრი ადამიანი ჰყავს მონათლული

ქურდული სამყაროს გავლენა ჩვენს გაერთიანებაზე არ არსებობს და არც პაატა ბურჭულაძეზე. ის ცნობილი ადამიანია, მას ცხოვრების განმავლობაში ბევრი, ათობით ადამიანი ჰყავს მონათლული. 20 წლის წინანდელი კადრების ამოღება და ფრიალი არის ჩვეულებრივი ორკესტრირებული ქმედება, რომლის უკანაც დგანან პოლიტიკური ძალები. არ ვიცი, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება - მნიშვნელობა ამას არ აქვს. ესენი გაწაფული არიან ტალახის სროლაში და აგრძელებენ იმას, რაც იციან ყველაზე კარგად. სხვა მეტი არაფერი იციან.

პლატფორმა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის ე.წ. კანონიერ ქურდთან კავშირებზე. ბურჭულაძემ ტარიელ ონიანის შვილი მონათლა.

კომენტარები