საკადრო ცვლილებები

საკადრო ცვლილებები გენშტაბში - უფროსის ორი მოადგილე იცვლება

Facebook.com

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში საკადრო ცვლილებებია - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

რუსთავი 2-ის ცნობით, ცვლილებები გენერალური შტაბის უფროსის ორ მოადგილეს, ნიკოლოზ აგლაძეს და ომარ ბეგოიძეს, შეეხო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ადგილს გენერლები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა დაიკავებენ.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი აგვისტოს დასაწყისში შეიცვალა. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ შეცვალა.

კომენტარები