არჩევნები 2016

ოცნების დეპუტატობის 3 კანდიდატს საკრებულოს წევრობის უფლებამოსილება შეუჩერდა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოს სამ მაჟორიტარ წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა სამი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა გლდანის, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატების ნინო გოგუაძის, ბექა ნაცვლიშვილისა და ირაკლი აბუსერიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს. 

მაჟორიტარმა წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებად ისნის რაიონში წარადგინა, ნინო გოგუაძე კი საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს.

კომენტარები