არჩევნები 2016

არჩევნებამდე 52 დღეა დარჩენილი, ქართულ ოცნებას საარჩევნო პროგრამა არ აქვს

არჩევნებამდე 52 დღით ადრე მმართველ გუნდს საარჩევნო პროგრამა არ აქვს. ქართულ ოცნებას არც საარჩევნო სიის პირველი ათეული წარუდგენია.

ტაბულას ქართული ოცნების პრესსამსახურში უთხრეს, რომ როგორც კი საარჩევნო პროგრამა და სიის ათეული გახდება ცნობილი, „აუცილებლად შეგატყობინებთ".

საარჩევნო პროგრამა უკვე წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ. ასევე, ცნობილია პაატა ბურჭულაძის პარტიის, თავისუფალი დემოკრატების და გირჩის პროგრამის ნაწილი. 

კომენტარები