უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებისთვის 20-ზე მეტი პარტია იბრძოლებს

radioajara.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში წელს, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. უზენაესი საბჭოს 21 მანდატის მოსაპოვებლად, 28 პოლიტიკური პარტიის სუბიექტი იბრძოლებს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 20 პარტია უკვე დარეგისტრირებულია, 8 პარტია კი რეგისტრაციის პროცესშია.

ცნობისთვის, აჭარის უზენაეს საბჭოში 15 პროპორციული და 6 მაჟორიტარული მანდატია. არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. 

 

კომენტარები