რიო 2016

ოლიმპიადების ისტორიაში მესამედ, ცურვაში ოქროს მედალზე ფრე დაფიქსირდა

ოლიმპიური ფრე რიოში
Richard Heathcote / Getty

ცურვაში ფრე საკმაოდ იშვიათია. მოცურავეების დრო წამის მეასედების სიზუსტით ფიქსირდება, ამიტომაც შანსი, რომ ორმა მოცურავემ ერთი და იგივე დრო აჩვენოს, საკმაოდ დაბალია. რიოს ოლიმპიადაზე 100 მეტრზე თავისუფალ ცურვაში სიმონ მანუელმა და პენი ოლეკსიაკმა ერთი და იგივე დრო, ოლიმპიური რეკორდი 52.70 წამი დააფიქსირეს. მათ ორივეს ოქროს მედლები გადაეცათ.

ოლიმპიადების ისტორიაში მსგავსი რამ მხოლოდ ორჯერ მოხდა. 1984 წელს ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ამერიკელმა ქერი სტეინსეიფერმა და ნენსი ჰოგსჰედმა ერთი და იგივე დრო - 55.92 წამი აჩვენეს. 2000 წელს კი 50 მეტრზე ცურვაში ორმა ამერიკელმა ტონი ერვინმა და გარი ჰოლმა 21.98 წამი აჩვენეს.

კომენტარები