რელიგიის თავისუფლება საქართველოში

სახ. დეპი: 2015 წელს მედიაში სულ მცირე 77 დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ქართულ მედიაში სულ მცირე 77 რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა. ბიუროს ანგარიში ეყრდნობა მედიის განვითარების ფონდის რეპორტს, რომელიც მოიცავს 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლამდე თებერვლის მონაკვეთს.

77 დისკრიმინაციული განცხადებიდან, 37 ისლამოფობიურ ან თურქოფობიურ ხასიათს ატარებდა, ძირითადად მეჩეთების მშენებლობებთან დაკავშირებით.

26 შემთხვევა დაფიქსირდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ.

7-7 შემთხვევა დაფიქსირდა სომხური სამოციქულო ეკლესიისა და ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიის წინააღმდეგ.

კომენტარები