პოლონეთის ტრიბუნალი

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა მისი შემზღუდავი კანონი გააუქმა

Lukas Plewnia

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა კანონის ნორმები, რომელიც მის საქმიანობას არეგულირებს, არაკონსტიტუციურად ცნო. მათ შორისაა კანონის ის ნორმაც, რომლის მიხედვითაც 15 მოსამართლისგან შემდგარ ტრიბუნალში 4 მოსამართლეს აქვს უფლება, რომ 6 თვით დაბლოკოს გადაწყვეტილება.

მემარჯვენე პარტიამ „კანონი და სამართლიანობა", რომელიც პოლონეთის სათავეში ნოემბერში მოვიდა, იმ კანონების შესაცვლელად, რომელიც ტრიბუნალის საქმიანობას არეგულირებს, პირველი ნაბიჯები გადადგა. ევროკავშირის განცხადებით, ამ ნაბიჯებმა კანონის უზენაესობა შეასუსტა.

კომენტარები