ღაზის სექტორი

ისრაელი World Vision-ის დირექტორს ჰამასისთვის თანხის გადარიცხვაში ადანაშაულებს

Getty Images

ისრაელი საქველმოქმედო ორგანიზაციის World Vision დირექტორს, მუჰამედ ელ ჰალაბის ჰამასის შეიარაღებული დაჯგუფებისთვის ათობით მილიონი დოლარის გადარიცხვაში ადანაშაულებს. გამომძიებელთა ინფორმაციით, მუჰამედ ელ ჰალაბი ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხისთვის განკუთვნილ თანხებს შეიარაღებულ დაჯგუფებას ურიცხავდა. მათივე თქმით, ჰამასის დაჯუფებას წელიწადში 7 მილიონ დოლარზე მეტი ერიცხებოდა, რაც World Vision-ის ღაზისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს.

World Vision-ის თქმით, ღაზაში განხორციელებული ყველა გადარიცხვა აღრიცხულია და ამჟამად არსებული ინფორმაციით, ისინი ვერ დაეთანხმებიან ბრალდებას. თუმცა, ორგანიზაციისვე განცხადებით, ისინი საფუძვლიანად გამოიძიებენ ჰალაბის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს.

ჰამასის პრესსპიკერის თქმით, ისრაელი ცრუ ბრალდებებით ცდილბს მედიის ყურადღების მიპყრობას. ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ჰალაბი ჰამასის წევრი, პრესსპიკერმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

კომენტარები