რიო 2016

ვარლამ ლიპარტელიანმა რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

kvira.ge

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში იაპონელ მაშუ ბეიკერთან ბრძოლაში დამარცხდა. იქამდე კი, ნახევარფინალსა და მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კორეელი დონჰან გვაკი და მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა. 

ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

ამასთან, საქართველოს ნაკრებიდან, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი (ბრინჯაო) ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

კომენტარები