არჩევნები 2016

ალასანია: გორის მაჟორიტარად მე ვიყრი კენჭს

თავისუფალი დემოკრატებიდან გორის მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ შიოშვილის ნაცვლად ირაკლი ალასანია იქნება. ალასანიამ დღეს გორში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ შიოშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"გუშინ მქონდა შეხვედრა ჩვენს უკვე წარდგენილ კანდიდატთან გორიდან თამაზ შიოშვილთან. ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ძალიან დიდი, რთული ბრძოლები გვაქვს ერთად გადატანილი. ჯერ კიდევ, როდესაც ორივეს სამხედრო ფორმა გვეცვა და შემდეგ უკვე 2009 წლიდან, როდესაც ერთად ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია გორში. მან გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და მითხრა, რომ პოლიტიკიდან აპირებს წასვლას. ეს გადაწყვეტილება იყო მტკივნეული ჩემთვისაც, მისთვისაც და პარტიისთვისაც, იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი იყო რეგიონში. ყველა ვაკეთებთ საკუთარ არჩევანს და ვიღებთ საკუთარ გადაწყვეტილებას. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ჩემს  თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც გორში გამოგვაკლდა თანამებრძოლი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. გავიმარჯვებთ გორში ჩვენს გუნდთან ერთად", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები