ჩვენ ახალი შესაძლებლობები გავაჩინეთ, ძლიერი გუნდი შემოვიკრიბეთ, ხარვეზებიც გავაანალიზეთ და მომავლის ქმედითი, მკაფიო გეგმა შევიმუშავეთ. ამ გეგმას თქვენი მხარდაჭერით, თქვენი მონაწილეობით და თქვენსავე სასიკეთოდ, აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომის უფლება. ჩვენი მართვის გამოცდილება რეალური შედეგებითაა განმტკიცებული. ჩვენ ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა შეგვიძლია. ჩვენ ვართ უალტერნატივო ქმედითი პოლიტიკური ძალა - ჩვენ ვართ მმართველი ძალა. არცერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს ქვეყნის განვითარების რეალური რესურსი და შესაძლებლობა. ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც ზუსტად იცის რა, როგორ და ვისთან ერთად გააკეთოს. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა განახლებული გუნდი, ძლიერი, საქმესა და შედეგზე ორიენტირებული ლიდერი, სწორედ ეს არის ჩვენი სწრაფი განვითარების მყარი გარანტი. ჩვენი გზა - სწორი, სვლა - სწრაფი და დინამიკური, მიზანი კი - ევროპული კეთილდღეობის საქართველოა და ამ გზას ჩვენ ერთად გავივლით. ერთად დავძლევთ სიძნელეებს, ერთად მივალთ გამარჯვებამდე.
tbl.ge/1tz7
დაკოპირდა

ვიცეპრემიერი კახა კალაძე მაჟორიტარი კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




