ზეწოლა თანამდებობის პირზე

პრეზიდენტი: ზეწოლის შესახებ ჩემს განცხადებაზე რეაგირება იყო ადეკვატური

რეაგირება იყო ადეკვატური, რადგან პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა. მაგრამ რეალურად ამ განცხადების მიზეზი იყო ის თემა, რაზეც მანამდეც ვისაუბრე. საზოგადოებას მოვახსენე, რომ ეს არ იყო იმ დღეს მომხდარ შემთხვევაზე სპონტანური განცხადება. როდესაც მე დავინახე სწორედ პაპუაშვილთან საუბრისას, რომ ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და ამ განცხადებებს არ მოყვება შედეგი, როდესაც დავინახე, რომ მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება კორცხელის ინციდენტთან მიმართებით და ამაზე შედეგის მაგივრად მივიღე ამ თემაზე პოლიტიკური პაექრობა, ბუნებრივია, მე მჭირდებოდა სერიოზული არგუმენტები, რომ ბოლოს და ბოლოს, ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება დაწყებულიყო და მომხდარიყო ადეკვატური რეაგირება... მე რეალობის წინაშე დავაყენე სტრუქტურები და აქტუალიზაცია გავაკეთე რეალური თემით, რომელშიც ჩანს, რომ იყო გარკვეული გადაცდომები. ამ გადაცდომების უკან რა დგას და როგორ კეთდება ეს ყველაფერი, სხვა თემაა, მაგრამ მიზანი იყო ის, რომ პროკურატურას ბოლოს და ბოლოს გაეკეთებინა ადეკვატური რეაგირება, რომ არ მიგვეღო ის, რაც თავის დროზე მივიღეთ [ვანო მერაბიშვილის საქმეზე] სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, მე მოვახდინე ამ თემის აქტუალიზება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც მთავარია, გამოძიება მიმდინარეობს იმ განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში და ეს არის სწორი. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაესტროს ეთერში, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.

კომენტარები