არჩევნები 2016

კალაძე მოსახლეობას: ჩვენ თქვენს მოლოდინს კიდევ ერთხელ გავამართლებთ

ხალხს სჭირდება მეტი თავისუფლება, მეტი სტაბილურობა, მეტი უსაფრთხოება, სწრაფი განვითარება და მეტი კეთილდღეობა. ჩვენ, განახლებული "ქართული ოცნება", პროგრესული ხედვით, პოლიტიკოსთა პროფესიონალური გუნდით, ახალი ქმედითი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩვენ თქვენთან ერთად, ჩვენს სომეხ ძმებთან ერთად, ბერძენ, ოს ძმებთან ერთად, ჩვენს ერთგულ ხალხთან ერთად აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სწორედ თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა... ჩვენ თქვენს მოლოდინს კიდევ ერთხელ გავამართლებთ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ვიცეპრემიერი კახა კალაძე სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები