თბილისის ოთხ რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ოთხ რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგია შეუწყდება სამგორის, გლდანის, დიდუბის და საბურთალოს რაიონების ნაწილს, კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

სამგორის რაიონში, 11:00-დან 12:00-მდე, შეზღუდვა შეეხება სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პანკისის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები