გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი გაიტაცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შავერდაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავი არხიდან წყლის აღებას ცდილობდა. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება.

გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

კომენტარები