კრიმინალი

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში აიყვანეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ნაგანის" სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ბრაუნინგის" მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ასევე ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: 2 რევოლვერი, 4 პისტოლეტი და 6 საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები